Monday, December 3, 2012


Happy New Year !!!



სულ მალე მოვა ყველასთვის საყვარელი დღესასწაული ახალი 2013 წელი.საქართველოში უამრავი რიტუალი და ტრადიციები 1 იანვართან დაკავშირებით.























ახალი წელი ეს ის დროა როდესაც ბავშვები თოვლის ბაბუას ელოდებიან იმ საჩუქრებით რომელიც დაწერეს ფურცელზე და მშობლებს მისცეს მასთან გასაგზავავნად. ახალი წელი მარტო ბავშვებს როდი უხარით… ჩვენც და ჩვენზე უფროსი თაობაც სიხარულით ხვდება იმიტომ რომ ამ დღეს ქალაქი ზღაპრულად არის მორთული და განათებული, სახლში კი სუფრა ლამაზად და ტკბილად გაწყობილი.


 
ტრადიციების მიმდევარი ადამიანები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ხვდებიან, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი

რაც შეეხება საახალწლო სუფრას. ძველი ქართული საახალწლო სუფრა ნამდვილად არ იყო ისეთი უხვი და მრავალფეროვანი, როგორც დღევანდელი, მაგრამ ასეთ სუფრაზე ყველაზე კარგად ჩანდა საქართველოს ცალკეული კუთხეების გასტრონიმიული ტრადიციები და ზოგადად სუფრის ფენომენისადმი დამოკიდებულება


დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ჩიჩილაკს დგამდნენ, აღმოსავლეთში კი - ნაძვის ხეს. ნაძვი სიცოცხლის, მარადიულობის სიმბოლოა, ჩიჩილაკს კი მეორენაირად ბასილასაც ეძახიან, მზის ფორმა აქვს და თავისი შინაარსით ესეც სიცოცხლეს განასახიერებს. მას ძირითადად თხილის ხისგან ამზადებენ და მერქნის ანათალების ბურბუშელას ხილითა და "ფოჩიანი კამფეტებით" რთავენ.


პს.იმედია საახალწლო განწყობა შეგიქმენით :)

No comments:

Post a Comment